ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი​ აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობისთვის მზადაა.

„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ჩემი კოლეგები და მე ველოდებით მუშაობას თქვენთან და თქვენს გუნდთან. ისეთი კრიზისები, როგორიცაა „კოვიდ-19“-ის პანდემია გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობას ცხადჰყოფს“, – წერს გებრეიესუსი.

შეგახსენებთ, 7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ტრამპმა კი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩინეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

დატოვე კომენტარი